არჩილ გორდულაძე: საქართველოს ისეთი იარაღის გამოყენება დააბრალეს, რომელიც 20-იანი წლების შემდეგ მსოფლიოში არ გამოუყენებიათ, საბოლოოდ იქამდე დავიდა ყველაფერი, რომ თუთიყუშს ბუმბული გასცვივდა

არჩილ გორდულაძე

ერთ დროს, „ბიბისი“ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი იყო, სამწუხაროდ, მართულ ჟურნალისტიკად გადაიქცა, რომლის მთავარი მიზანია, ის პირები გააშავოს, რომლებიც კონკრეტულ ძალებს არ აწყობთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთია დონალდ ტრამპის შემთხვევა, რომელსაც იმ სიტყვების გამოყენება დააბრალეს, რომელიც არ უთქვამს.

„საქართველოს კი, ისეთი იარაღის გამოყენება დააბრალეს, რომელიც მსოფლიოში აღარ გამოუყენებიათ 20-იანი წლების შემდეგ. საქართველოში მსგავსი იარაღი არ არსებობს, თუმცა ქვეყნის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა შეტევას. ეს ყველაფერი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული, რაც, საბოლოო ჯამში, იქამდე დავიდა, რომ თუთიყუშს ბუმბული გასცვივდა და ძაღლი ვეღარ ცნობს პატრონს. სხვა სამართლებრივი საკითხია და დონალდ ტრამპი თუ სარჩელს მოამზადებს, მისი სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.