ბოგდან ხმელნიცკზე, მაღალი სართულიდან 15 წლის გოგო გადავარდა
1747639801
2011 წლის 26 მაისს მომხდარი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები იქნება დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. საკითხზე სასაუბროდ, პარლამენტში ნონა გაფრინდაშვილს, დავით ლორთქიფანიძესა და ლუკა კურტანიძეს ელიან. დაგეგმილია ასევე, ინტერნეტის საშუალებით, გიორგი ბურჯანაძის ჩართვა.
კომისიის მუშაობას კიდევ ერთხელ დადებითად აფასებს "ქართული ოცნება". მმართველი გუნდის განმარტებით, წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი უკანონო და სასტიკი ქმედებების შესახებ მოსახლეობამ დეტალები უნდა იცოდეს.
"სააკაშვილის რეჟიმი სტრასბურგის სასამართლოს მიერვე არის მწამებლურ რეჟიმად აღიარებული. ეს ყველაფერი ცხადად გამოჩნდა აქციების ძალადობრივად დაშლის, მათ შორის ადამიანების მოკვდინების რეჟიმში. ჩვენ ვხედავდით, რომ ადამიანები გარდაიცვალნენ. საგამოძიებო კომისიას აქვს შესაძლებლობა, რომ საქართველოს საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენოს ეს რეჟიმი. ამავდროულად, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ამბობენ, რომ არაფერი არ ახსოვთ, შეუძლიათ, იხილონ, თუ რა უბედურებების დატრიალება შეძლოთ, ატრიალებდნენ და მომავალშიც შეუძლიათ დაატრიალონ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.