არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობით არაფერი შეიცვლება, გავაგრძელებთ როგორც თბილისის, ასევე რეგიონების გაძლიერებას და ხალხის ნდობით დამაჯერებლად გავიმარჯვებთ - მარიამ ლაშხი

მარიამ ლაშხი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მარიამ ლაშხის განცხადებით, მიიღებს თუ არა ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამით არაფერი შეიცვლება.

ლაშხის თქმით, „ქართული ოცნება“ გააგრძელებს როგორც თბილისის, ისე რეგიონების გაძლიერებას და ხალხის ნდობის შედეგად დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„ოპოზიციის მხრიდან არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობით მანიპულაცია არახალია, თუმცა, პირველ რიგში, მათივე ამომრჩევლის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს ჯერ ერთი რიტორიკა და შემდეგ მეორე რიტორიკა. რაც არ უნდა იყოს, ჩვენს ქვეყანას ჰყავს ხელისუფალი, რომელიც პასუხისმგებელია არა მხოლოდ მის ამომრჩეველთან, არამედ ზოგადად ქვეყნის მოსახლეობასთან და მათი მონაწილეობა-არმონაწილეობით არაფერი შეიცვლება. ჩვენ ისევ გავაგრძელებთ, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების გაძლიერებას და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ სწორედ იმ ხედვით, იმ შედეგებით, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს და პირველ რიგში, ხალხის ნდობით“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.