1762277104
ანდრაშ ლასლო: ჩვენ ვითხოვთ მეტ გამჭვირვალობას, ვითხოვთ მეტ სიცხადეს, თუ რისთვის და რა მიზნით იხარჯება თანხები
ევროპარლამენტის წევრი ადნრაშ ლასლო იმედოვნებს, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის შეთანხმება მალე მოხდება და რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდება. როგორც ევროპარლამენტარი „ქრონიკასთან“ საუბრისას აღნიშნავს, ევროკომისიას ბიუჯეტში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უფრო მეტი ფინანსური მხარდაჭერა აქვს გათვალისწინებული.
„დიდი იმედი მაქვს, რომ მალე იქნება შეთანხმება რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და დასრულდება ომი, მშვიდობა დაისადგურებს ევროპის კონტინენტზე, მანამდე მე პირადად გაფართოების პოლიტიკის კუთხითაც ვერ ვხედავ სიცხადეს.
ევროკავშირს, ევროკომისიას აქვს 7-წლიანი ბიუჯეტი, შემდეგი ბიუჯეტი მოქმედებას დაიწყებს 2 წელიწადში, პროექტი უკვე შედგენილია, არ არის საბოლოო, მაგრამ შეიძლება უკვე მსჯელობა.
ვხედავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უფრო მეტი ფინანსური მხარდაჭერაა გათვალისწინებული, ეს ნიშნავს „ენჯეოების“ დახმარებით მცდელობას პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის და ეს პირველ რიგში ეხება წევრ ქვეყნებს და ასევე ევროკავშირის გარეთაც, სადაც ფულს აგზავნიდნენ. მომავალ 7 წელში უფრო მეტს გააგზავნიან. ეს ძალიან ცუდია. ჩვენ ვითხოვთ მეტ გამჭვირვალობას, ვითხოვთ მეტ სიცხადეს, თუ რისთვის და რა მიზნით იხარჯება თანხები, რას ხმარდება და ასე შემდეგ“, - აცხადებს „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარი.









