აშშ-მექსიკის საზღვარზე, იდუმალ ადგილას, თითქმის 400 გვამი იპოვეს - რას ამბობს პოლიცია
1751562306
"უშველებელი რესურსია იმაში დახარჯული, რისთვისაც ამერიკელი გადასახადების გადამხდელი არ იხდის ფულს. ამერიკელი არ იხდის ფულს რევოლუციაში" - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქმიანობის ოფიციალურად შეწყვეტას ეხმიანება.
მისი თქმით, თანხები მიმართული იყო იმისაკენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წარმოჩენილიყო, როგორც რევოლუციის, არეულობის და ნგრევის ეტალონი.
"უშველებელი რესურსია იმაში დახარჯული, რისთვისაც ამერიკელი გადასახადების გადამხდელი არ იხდის ფულს. ამერიკელი არ იხდის ფულს რევოლუციაში. თანხები მიმართული იყო იმისკენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წარმოჩენილიყო, როგორც რევოლუციის, არეულობის და ნგრევის ეტალონი. აშშ-ის ადმინისტრაციისთვის USAID-ის ეს მოქმედება და პოლიტიკა, აბსოლუტურად მიუღებელია. ახალმა ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ რა პოზიცია უჭირავს, სწორედ ეს განაპირობებს იმ დიდ იმედს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ამერიკასთან ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.