9 ნაბიჯის შესრულების ფარგლებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

ევროინტეგრაციის გზაზე 9 ნაბიჯის შესრულების ფარგლებში დღეს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა მეორე მოსმენით გაიხილა და მხარი დაუჭირა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს.

ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც მის საქმიანობას უკავშირდება და მას მნიშვნელოვნად მიაჩნია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გაწეული მუშაობისთვის დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„მცირე რეპლიკით ვისარგებლებ. დიდი მადლობა ყველას, დეპუტატებს ჩართულობისთვის, თქვენი წვლილისთვის. იცით, რომ თავის დროზე სამუშაო შეხვედრებიც იყო, განვიხილეთ ეს საკითხი, ოპოზიციის ნაწილი ესწრებოდა, ბატონი ფრიდონიც(ინჯია) ესწრებოდა.მადლობა ყველას თქვენი ჩართულობისთვის. ასევე, დიდი მადლობა მსურს გადავუხადო ჩვენი კომიტეტის აპარატს, რომლებიც დღეს და ღამეს ასწორებენ იმისთვის, რომ ყველა ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც არის წარმოდგენილი, მაქსიმალურად იყოს თანხვედრაში კონსტიტუციასთან, კანონმდებლობასთან და ასევე, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.