29 აპრილს საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე მივდივარ, რადგან მინდა ერთიანი საქართველო, მშვიდობა, სუვერენიტეტი, მინდა, ვიყოთ თანასწორები თანასწორთა შორის ევროპაში - რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„მივდივარ იმიტომ რომ: მინდა ერთიანი საქართველო; მინდა მშვიდობა; მინდა სუვერენიტეტი; მინდა, ახდეს მრავალი თაობის ოცნება და ვიყოთ თანასწორები თანასწორთა შორის ევროპაში; მინდა უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისთვის;

მჯერა, რომ ქართველებს შეგვწევს დიდი გამარჯვების უნარი; მჯერა, რომ ჭეშმარიტებას შობს ცოდნა და ურთიერთპატივისცემა; მჯერა, რომ ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, რომელიც ჰუმანურობითაა განმსჭვალული, სამარადჟამოდ იქნება აღიარებული და დაფასებული“, - წერს რატი ბრეგაძე.