„ვსაუბრობ ამ თემაზე, როგორი მძიმე მოსასმენიც არ უნდა იყოს...“ - გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1750361890
20 ივნისს საქართველოს ისტორიაში იყო პირველი პროდასავლური აქცია, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ დაარბიეს, ეს საქმე სამართლიანმა სასამართლომ და პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ.
მისივე თქმით, 20 ივნისის საქმეზე პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ არც მოქმედი და არც ყოფილი მაღალჩინოსნები არ უნდა გაექცნენ.
„20 ივნისს ადამიანებმა თვალისჩინი დაკარგეს, უმძიმესი ფიზიკური დაზიანებები მიიღეს და ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველი აქცია, პირველი პროდასავლური აქცია, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ დაარბიეს. ჩემთვის აქედან იწყება თარიღების ათვლა და ამის გაგრძელება ჩვენ ვნახეთ 28 ნოემბრიდან, სადაც ყველა დღე 20 ივნისი იყო რუსთაველის გამზირზე, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება სრულფასოვანი გამოძიება, არც მოქმედი და არც „ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები ამ პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცნენ. ოღონდ ეს არ უნდა იყოს ივანიშვილის ხელით გამოძიებული, არც ჩემი ხელით, ეს უნდა გამოიძიოს რეფორმის შემდგომ სამართლიანმა სასამართლომ და პროკურატურამ. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ჯიბის სასამართლოს და პროკურატურის ეპოქა უნდა დასრულდეს“ – განაცხადა ლევან სანიკიძემ.