1761153772
ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატით ხარკოვში საბავშვო ბაღი დაბომბა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ რუსეთმა ხარკოვში უპილოტო საფრენი აპარატით საბავშვო დაღი დაბომბა.
ზელენსკის განცხადებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.
„რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ღამის მასშტაბური შეტევის შემდეგ ხარკოვში საბავშვო ბაღს დაარტყა. სამწუხაროდ, ცნობილია ერთი დაღუპულის შესახებ. ვუსამძიმრებ ახლობლებს. დღეის მონაცემებით, შვიდი ადამიანი დაშავდა. მათ სამედიცინო დახმარებას უწევენ. ყველა ბავშვი ევაკუირებულია და თავშესაფარში იმყოფება. წინასწარი ინფორმაციით, ბევრს მწვავე სტრესი აქვს“, - დაწერა ზელენსკიმ.
როგორ უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რუსეთმა სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის გამო პასუხი უნდა აგოს. მისი თქმით, დრონით საბავშვო ბაღის დაბომბვას გამართლება ვერ ექნება.
„ნათელია, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად უტიფარი ხდება. ეს დარტყმები სახეში სილის გაწვნაა მათთვის, ვინც [კონფლიქტის] მშვიდობიან მოგვარებაზე საუბრობს. ბანდიტების და ტერორისტების შეჩერება მხოლოდ ძალით არის შესაძლებელი“, - დასძინა მან.