ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას სამხედრო სამსახურიდან ვალერი ზალუჟნის გათავისუფლების თაობაზე

ვალერი ზალუჟნი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას სამხედრო სამსახურიდან გენერალ ვალერი ზალუჟნის გათავისუფლების თაობაზე, რომელიც მიმდინარე წლის თებევრლამდე შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი იყო.

ზელენსკის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ზალუჟნი ტოვებს თანამდებობას „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამხედრო ფორმის ტარების უფლებით“.

კიდევ ერთი ბრძანებით ზელენსკიმ ზალუჟნი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩად დანიშნა.