როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 დეკემბრამდე - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1766118321
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ, შესაძლოა, ვერ გაუძლოს, თუ ევროკავშირი მომავალ წელს კიევის ფინანსური მხარდაჭერისთვის საჭირო წყაროებს ვერ მოიძიებს.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, ევროპას უკვე ფულით კი არა, საკუთარი სისხლით გადახდა მოუწევს.
ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის სიტყვებზე იმის შესახებ, რომ ევროკავშირი არჩევანის წინაშე დადგა: ან ფული დღეს, ან სისხლი ხვალ.
„„ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრი უპირველეს ყოვლისა ევროპის უსაფრთხოებაზე საუბრობს. და ის მართალია. თუ დღეს უკრაინას მხარს არ დაუჭერენ და მას მარტო დატოვებენ - ჩვენ ისედაც მარტო ვომობთ, ჩვენი სამხედროები თავად იბრძვიან და მათ დიდი პატივისცემა ეკუთვნით... და რა თქმა უნდა, ევროპა დღეს ჩვენ იარაღითა და ფინანსურად გვეხმარება. პრემიერ-მინისტრი ფიქრობს იმაზე, რომ თუ უკრაინას მხარს არ დაუჭერენ - არსებობს დიდი შანსი, რომ უკრაინამ ვერ გაუძლოს - და მაშინ ევროპას უკვე ფულით კი არა, სისხლით გადახდა მოუწევს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.