VIDEO: „ეს სიმღერა და ტექსტი მე დავუწერე სალოს, რომელიც ლაშას მიუძღვნა...“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი
1761635312
ვიდრე ვიღაც ითხოვს, რომ რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს მიმართავს, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი კიევზე დღეს დილით განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს.
„ვიდრე ვიღაც ითხოვს, რომ რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს მიმართავს. კიევზე დღევანდელ სარაკეტო დარტყმებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, რაც შეიძლება მეტი უკრაინელის მოკვლა. ტერორიზმის ყოველ ამგვარ აქტს უნდა მოჰყვებოდეს ხისტი პასუხი ევროპული დედაქალაქებისგან – ახალი სანქციები, მეტი იარაღი“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, ფრანგულ რეგიონულ მედიასთან საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა დაამცირონ. როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, უკრაინაში ინტერვენცია იყო პუტინის ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 VIDEO: ნახეთ, გიორგი ნაზღაიძის რეაქცია, როცა გაიგო, რომ „პრაიმ ჰაუსში“ ანი ყიფშიძე დარჩა
👉 „კატო გაქრისტიანდა“ - რა ფოტოებს აქვეყნებს რუსკა მაყაშვილი
👉 შემთხვევა, როდესაც ცოლ-ქმარმა გაყრის შემდეგ ხელახლა იქორწინა - ასლან აბაშიძის ვაჟის ოჯახის ისტორია