უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსების მიერ გაშვებული 16 "შაჰიდიდან" 15 ჩამოაგდეს

შაჰიდი

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის არმიის მიერ ღამით გაშვებული 16 "შაჰიდის" დრონიდან 15 ჩამოაგდეს.

საჰაერო ძალების "ტელეგრამის არხის" ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ორი ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერ-მ" გაუშვა. უცნობია, რას დაარტყეს ამ რაკეტებმა.

რუსეთმა ღამით დრონებით შეუტია კიევსა და ოდესას. სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალებმა განმარტეს, რომ "შაჰიდების" თავდასხმის სამიზნე იყო სამრეწველო და საპორტო ინფრასტრუქტურა.