უკრაინა პოკროვსკში კონტრშეტევაზე გადავიდა - მედია

უკრაინა

უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევაზე გადავიდნენ დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ პოკროვსკში, რომლის ნაწილს რუსეთი აკონტროლებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, კონტრშეტევით ოპერაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ატარებს. ოპერაციაში მონაწილეობს ავიაციაც.

„მოიერიშეები ქალაქის რაიონებში შევიდნენ, რომლებსაც რუსული სარდლობის მტკიცებით, თავად აკონტროლებდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინული მედია აგრეთვე აღნიშნავს, რომ პოკროვსკი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეა.