რუსულმა საოკუპაციო ძალამ ოდესას დაარტყა - არის მსხვერპლი

რუსულმა საოკუპაციო ძალამ ოდესას დაარტყა

რუსულმა საოკუპაციო ძალამ ოდესას დაარტყა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა.

დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სასწავლო დაწესებულება. იერიშს მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 4 და დაშავდა 28 ადამიანი.