რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს - არიან დაშავებულები

ხარკოვი

უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, ერთი ბავშვია.

დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა შენობები. ორ ადგილას, დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა ხანძარიც. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებულნი.