პუტინისთვის ჯერ ნაადრევია შამპანურის გახსნა - ამერიკელი სენატორი პალატაში კენჭისყრის შემდეგ

პუტინი შამპანური

„დემოკრატი“ სენატორი, რიჩარდ ბლუმენტალი მიესალმა პალატის მიერ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის საგარეო დახმარების დამტკიცებას და მას „მსოფლიო დიქტატორებისთვის“ გზავნილი უწოდა. სენატორის განცხადებას ამერიკის ხმა ავრცელებს.

სენატორი, რომელიც კომენტარს აკეთებს პალატის კენჭისყრაზე, ციტირებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებას „მიხარია, რომ დაბრუნდი, ამერიკა“.

„ვფიქრობ, ამერიკა კვლავ შეტევაზეა და ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ ორპარტიულად ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის და გავუგზავნოთ მესიჯი ვლადიმერ პუტინს, სი ძინპინს, მსოფლიოს დიქტატორებს - ჯერ ადრეა შამპანურის გახსნა, ამერიკა აპირებს დემოკრატიის დაცვას“, - აცხადებს სენატორი.

სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია თავისი მოკავშირეების დაცვა.

შეგახსენებთ, 20 აპრილს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინის საგარეო დახმარების კანონპროექტს. პროექტს მხარი დაუჭირა აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის 311-მა წევრმა, წინააღმდეგი იყო 112.