15 სექტემბრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის განსხვავებული წესი იმოქმედებს - დეტალები
1751710205
ღამის განმავლობაში რუსულმა მხარემ შეტევები განახორციელა დონეცკისა და ხერსონის ოლქებზე. შედეგად, ხუთი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.
დონეცკის ოლქში სამი ადამიანია დაღუპული, დაშავებულია კიდევ შვიდი პირი. ხერსონის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
რუსულმა არმიამ დაარტყა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ასევე საცხოვრებელ ტერიტორიებს. დაზიანდა მაღალსართულიანი კორპუსები და კერძო სახლები, ასევე ბენზინგასამართი სადგური და რამდენიმე ავტომობილი.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა მათი მიმართულები 157 უპილოტო საფრენი აპარატი და ოთხი რაკეტა გაუშვა. უკრაინის საჰაერო ძალებმა 98 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.