დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს აანონსებს

rishi sunaki

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს აანონსებს. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ამის შესახებ დღეს პოლონეთში ვიზიტის დროს გამოაცხადებს.

„დამატებითი 500 მილიონი გირვანქა სტერლინგის მოცულობის დაფინანსება, რომელიც უკრაინისთვის გაერთიანებული სამეფოს მიერ უკვე გამოყოფილ სამხედრო დახმარებას 3-მ მილიარდ ფუნტამდე გაზრდის, სასწრაფოდ გამოყენებული იქნება საჭირო საბრძოლო მასალის, საჰაერო თავდაცვის, დრონებისა და საინჟინრო მხარდაჭერის სწრაფად მისაწოდებლად“, - აღნიშნულია პრესრელიზში.