სიახლეა პირადობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებით - დეტალები და პროცედურები
1754942983
აშშ-სა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტით უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინას და სამართლიანი, მდგრადი მშვიდობისთვის ისწრაფვის.
„სამიტი, რომელიც ალასკაზე გაიმართება უნდა დასრულდეს ცეცხლის შეწყვეტით, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს სურს და რომელსაც უკრაინა ხუთი თვის წინ დათანხმდა. სწორედ ამის საფუძველზე შეიძლება მოლაპრაკებების დაწყება“, – წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.