1766473290
ზელენსკიმ უკრაინელები შობის დროს რუსეთის მხრიდან შესაძლო მასიური დარტყმის შესახებ გააფრთხილა
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი შობის ღამეს უკრაინაზე მასირებულ იერიშს მიიტანს. უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებული ყურადღებით იყვნენ განგაშის სიგნალების მიმართ.
„გვესმის, რომ ამ დღეებში შეუძლიათ ამის გაკეთება. ეს მათ ხასიათში ჯდება - შობას რაღაც მასიური დარტყმის განხორციელება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.









