ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

სერგიი რუდი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი სერგიი რუდი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

უკრაინის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ 7 მაისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ზელენსკიზე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვასილი მალიუკზე და უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელ კირილ ბუდანოვზე თავდასხმა აღკვეთა. საქმეზე დაკავებულია სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ორი პოლკოვნიკი, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის ეფესბეს დავალებებს ასრულებდნენ.