VIDEO: „განსაკუთრებით საგრძნობი იქნება ხვალინდელი დღე“ - ცაგარელი 2026 წლის პირველი ახალმთვარეობაზე
1768563120
უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სააგენტო Reuters-ს უთხრა, რომ პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, არამედ ზელენსკი აფერხებს.
„უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება დაბრკოლება მშვიდობის გზაზე. რუსეთის მიერ უკრაინის განადგურების მცდელობები ნათელი დასტურია იმისა, რომ რუსეთს საერთოდ არ სჭირდება შეთანხმებები. როდესაც რუსეთის გამო უკრაინელებს 20-30 საათის განმავლობაში არ აქვთ დენი, და როდესაც რუსული დარტყმები მიზნად ისახავს ჩვენი ენერგეტიკული სექტორისა და ხალხის გატეხას, სწორედ რუსეთზეა საჭირო ზეწოლა“, - თქვა ზელენსკიმ საღამოს ტრადიციული ვიდეომიმართვისას.