ვმუშაობთ, რომ რუსული ნავთობი და გაზი უნგრეთში განუწყვეტლივ შემოვიდეს, თუ ჩვენ გვექნება, სერბეთსაც ექნება - ვიქტორ ორბანი

 ვიქტორ ორბანი

ვმუშაობთ, რომ რუსული ნავთობი და გაზი უნგრეთში განუწყვეტლივ შემოვიდეს, თუ ჩვენ გვექნება, სერბეთსაც ექნება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი წერს.

მისივე თქმით, უნგრეთი სერბეთს ნავთობსა და გაზს გაუზიარებს.

„უნგრეთს ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი მარაგი არ აქვს, ამიტომ სტაბილური იმპორტის უზრუნველყოფა აუცილებელია. ჩვენ გავთავისუფლდით აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებისგან და ვმუშაობთ, რომ რუსული ნავთობი და გაზი უნგრეთში განუწყვეტლივ შემოვიდეს. თუ ჩვენ გვექნება, სერბეთსაც ექნება. რაც არ უნდა გვქონდეს, გაგიზიარებთ. შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ, ძვირფასო მეზობელო“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.