ვიქტორ ორბანი საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარს მიესალმება

 ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარს მიესალმება და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ბრძოლის ველზე ვერ გადაწყდება.

ორბანის თქმით, საჭიროა მოლაპარაკება და დიპლომატია.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ასევე წერს, რომ ერთი წლის წინ ნატო უკრაინაში ომის ესკალაციას ემსახურებოდა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებში კი, რიტორიკა შეიცვალა.

„არავითარი უკრაინის გაწევრება და არავითარი ნატო უკრაინის ომში“, - წერს ორბნი და ალიანს უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მოუწოდებს.