ვიქტორ ორბანი არაკონსტრუქციულია, ჩვენ ევროკავშირში პუტინის კიდევ ერთი პრესოფიცერი არ გვჭირდება - ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი

ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი

ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა, მანფრედ ვებერმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ვლადიმერ პუტინის პრესოფიცერი უწოდა. ამის შესახებ ვებერმა „ევროპის სახალხო პარტიის“ სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ორბანის პოზიციები რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების შესახებ მავნებლურია.

„ვიქტორ ორბანს სურს გვავნოს. მას სურს პროცესის გაჩერება. ის აბსოლუტურად არაკონსტრუქციულია. ჩვენ აქ არ გვჭირდება, ევროკავშირში, კიდევ ერთი პუტინის პრესოფიცერი“, – აღნიშნა ვებერმა.

ცნობისთვის, ორბანი ე.წ რეპარაციული სესხის იდეის წინააღმდეგ გამოდის, რაც უკრაინისთვის რუსეთის გაყინული აქტივებით უზრუნველყოფილი სესხის გამოყოფას ითვალისწინებს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ევროკავშირის ომში ჩართვას ნიშნავს.