ვინ არის ულამაზესი კრისტინა, რომელიც „მის მსოფლიო“ 2024 გახდა

მის მსოფლიო

ახალი მის სამყარო ქერა ლამაზმანი ჩეხი კრისტინა პიშკოვაა. პიშკოვამ კონკურენცია 111 გოგოს  გაუწია.

კრისტინა 23 წლისაა, სწავლობს სამართალს და ბიზნესის ადმინისტრირებას, თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, პოლონურ, სლოვაკურ და გერმანულ ენებზე და მხარს უჭერს მდგრად განვითარებას განათლების გზით.

გამარჯვებულმა კონკურსზე ისაუბრა მენსტრუაციის გარშემო არსებული სტიგმისა და სირცხვილის მოცილებაზე და თქვა, რომ „ქალად ყოფნა საჩუქარია“ და რომ მენსტრუაცია არ უნდა იყოს ტაბუირებული თემა.

მის მსოფლიო 2024-ის კონკურსი მუმბაიში ჩატარდა.

ცნო­ბის­თვის პიშ­კო­ვას წი­ნა­მორ­ბე­დი პო­ლო­ნე­თის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, კა­რო­ლი­ნა ბი­ე­ლავ­სკი იყო.