ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრების ფარგლებში, ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო ინვესტორებს შეხვდნენ

ვაშინგტონი

ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს.

"შეხვედრები შედგა ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - სითი ბანკის, ჯეიფპი მორგანის და ბენკ ოფ ამერიკას ჯგუფში შემავალ ისეთ კომპანიების ინვესტორებთან როგორებიცაა: მორგან სტენლი, სითი, ბენკ ოფ ამერიკა, ფიდელიტი ინვესტმენტი, აზიმუტ გრუპი და სხვა.

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებისა და ინსტიტუციონალური ინვესტორების წინაშე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ პრეზენტაციებით წარსდგნენ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ინვესტორებს საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციები და საფინანსო სექტორში არსებული ვითარება გააცნო", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.