ვაშინგტონი ოპტიმიზმს ინარჩუნებს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის პოტენციური შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით - კარინ ჟან-პიერი

კარინ ჟან-პიერი

ვაშინგტონი ოპტიმიზმს ინარჩუნებს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის პოტენციური შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

„ორივე მხარის პოზიციების დეტალური შეფასება აჩვენებს, რომ მათ შეუძლიათ უთანხმოების დაძლევა. ამიტომ, ვაპირებთ განვაგრძოთ ამ პროცესის მხარდაჭერა“, – აღნიშნა ჟან-პიერმა.

მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტი ღაზის სექტორისთვის დახმარების გაზრდა და მძევლების დაბრუნებაა.