„ვადასტურებთ, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი. ირანი რეგიონული არასტაბილურობისა და ტერორის მთავარი წყაროა“ - "დიდი შვიდეულის" ლიდერების ერთობლივი განცხადება

დიდი შვიდეული

ისრაელი-ირანის შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე "დიდი შვიდეულის" ლიდერებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს.

"კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ. ამ კონტექსტში, ვადასტურებთ, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი",  -ნათქვამია ტექსტში.

ამასთან, "დიდი შვიდეულის" ლიდერები ხაზს უსვამენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მნიშვნელობას.

"ირანი რეგიონული არასტაბილურობისა და ტერორის მთავარი წყაროა. მუდმივად მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ირანი ვერასდროს შეძლებს ბირთვული იარაღი ჰქონდეს", - აცხადებენ ლიდერები.