UNICEF: ღაზის სექტორში, 50 000-ზე მეტი ბავშვი, სავარაუდოდ, მოკლულია ან დაჭრილია

UNICEF

გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-ი ღაზაში მყოფი ბავშვების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც 2023 წლის შემდეგ სექტორში დაახლოებით 50 000 ბავშვი დაიღუპა ან დაიჭრა.

„კიდევ რამდენი დაღუპული გოგო და ბიჭი იქნება საკმარისი? რა დონემდე უნდა მივიდეს ეს საშინელება, პირდაპირ ეთერში რომ გადაიცეს, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ რეალურად იმოქმედოს, გამოიყენოს თავისი გავლენა და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას ამ ბავშვთა დაუნდობელი მკვლელობის შესაჩერებლად?

UNICEF კიდევ ერთხელ მოუწოდებს კონფლიქტის ყველა მხარეს, დასრულდეს ძალადობა, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები, პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა სამართალს, დაუყოვნებლივ დაუშვან ჰუმანიტარული დახმარება და გაათავისუფლონ ყველა მძევალი.

ღაზის ბავშვებს დაცვა სჭირდებათ. სჭირდებათ საკვები, წყალი და წამლები. სჭირდებათ ზავი. მაგრამ ყველაფერზე მეტად სჭირდებათ დაუყოვნებელი, კოლექტიური ქმედება, რათა ეს საბოლოოდ შეწყდეს“, - აღნიშნავენ UNICEF-ში.

ფოტო: UNICEF