LIVE: პირდაპირი ეთერი „ჰაუსიდან“ - გაიცანით მონაწილეები
1763908069
უკრაინის საზღვრის ძალის გამოყენებით და სამხედროების შემცირებით შეცვლა შეუძლებელია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ჩვენ შევთანხმდით ყველა მნიშვნელოვან ელემენტზე, რაც საჭიროა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის და უკრაინის სუვერენიტეტისთვის. პირველი, ეს არის საზღვრები, რომლებიც შეუძლებელია, შეიცვალოს ძალის გამოყენებით; მეორე, როგორც სუვერენული ერის, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე არ შეიძლება არსებობდეს შეზღუდვები, რომლებიც ქვეყანას მომავალი თავდასხმების მიმართ დაუცველს გახდის და ამით ევროპის უსაფრთხოებასაც შეარყევს; მესამე, სრულად უნდა იქნეს ასახული ევროკავშირის ცენტრალური როლი უკრაინის მშვიდობის უზრუნველყოფაში“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, უკრაინას უნდა ჰქონდეს თავისუფლება და სუვერენული უფლება, რომ აირჩიოს საკუთარი ბედი.
„მათ აირჩიეს ევროპული ბედი. ეს იწყება ქვეყნის რეკონსტრუქციით, მისი ინტეგრაციით ჩვენს ერთიან ბაზარზე და ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში და, საბოლოოდ, ჩვენს კავშირში გაწევრიანებით“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.