1757585059
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაზე „შაჰედისა“ და სხვა ტიპის 66 დრონით განახორციელა იერიში, რომელთაგან 62 გაანეიტრალეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 11 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე „შაჰედისა“ და სხვა ტიპის 66 დრონით განახორციელა იერიში, რომელთაგან 62 გაანეიტრალეს.
მათივე ცნობით, დრონები რუსეთის ფედერაციის კურსკის, მილეროვოსა და პრიმორსკო-ახტარსკის ოლქებიდან გაუშვეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დარჩენილი ოთხი დრონი, რომელთა განეიტრალებაც ვერ მოხერხდა, სამ სხვადასხვა ადგილას ჩამოვარდა.
ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.