როგორი ამინდი გველის დეკემბერში - განახლებული პროგნოზი
1764096531
უკრაინის მოქალაქე სერგეი კ., რომელიც ეჭვმიტანილია „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე აფეთქებების საქმეზე, იტალიიდან გერმანიაში იყო ექსტრადირებული. ამის შესახებ გერმანიის ფედერალურ პროკურატურაში განაცხადეს.
49 წლის კ. მიიჩნევა მთავარ ეჭვმიტანილად Nord Stream-ის საქმეზე - ვარაუდობენ, რომ ის კოორდინირებდა გაზსადენების აფეთქების ოპერაციას.
გერმანიის პროკურატურა სერგეი კ.-ს აფეთქებების ჩადენაში თანამონაწილეობასა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ დივერსიულ საქმიანობაში ადანაშაულებს.
სავარაუდოდ, ის ჰამბურგში წარდგება სასამართლოს წინაშე.