უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო - 15 ოქტომბრის ღამეს რუსეთი კიდევ ერთხელ დაესხა თავს უკრაინის ენერგოობიექტებს, რამაც რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგიის დროებით გათიშვა გამოიწვია

უკრაინა

15 ოქტომბრის ღამეს რუსეთი კიდევ ერთხელ დაესხა თავს უკრაინის ენერგოობიექტებს დრონებით, რამაც რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგიის დროებით გათიშვა გამოიწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, სუმის, ხარკოვის, პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, ასევე ნაწილობრივ კიროვოგრადისა და ჩერკასის ოლქებში რუსული დარტყმების შედეგად ელექტროქსელში შექმნილი რთული ვითარების გამო, საგანგებო შეზღუდვები დაწესდა მოსახლეობისა და ბიზნესებისთვის. ნაწილობრივ გამორთვას დაექვემდებარა ზაპოროჟიეს რეგიონი.

„ეს რეგიონის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განხორციელებული სისტემატური თავდასხმების შედეგია. საგანგებო აღდგენითი სამუშაოები გრძელდება“, – აღნიშნულია უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციაში.