კარდიოლოგებმა 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტი დაასახელეს
1755860340
უკრაინა დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავს აღნიშნავს. ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ცერემონია კიევში სოფიის მოედანზე გაიმართა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მშვიდობა სულ უფრო ახლოვდება.
„უკრაინელი ხალხი თავისი ბრძოლითა და სიმამაცით იმსახურებს დამოუკიდებელ და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას. მადლობა მინდა გადავუხადო უკრაინის დამცველებს. ჩვენ ვაბრუნებთ ომს იქ, საიდანაც მოვიდა - რუსულ მიწასა და ცაზე. რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისა და იმ დანაკარგების გათვალისწინებით, რაც მათ აქვთ, მშვიდობა სულ უფრო ახლოვდება. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას. უკრაინა იქნება სუვერენული, დამოუკიდებელი და ძლიერი ევროპული სახელმწიფო“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის მოქალაქეებს სიტყვით კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმაც მიმართა, რომელმაც კიევისთვის მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა.
„დიდი შვიდეულის სამიტის დროს კანადამ პირობა დადო, რომ უკრაინის დასახმარებლად 2 მილიარდ კანადურ დოლარს გამოყოფდა. სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ამ თანხიდან 1 მილიარდი დოლარი გამოიყო თქვენი შეიარაღების არსენალის გასაძლიერებლად - დრონებით, საბრძოლი მასალითა და ჯავშანტექნიკით, რომელსაც მომავალი თვიდან მიიღებთ. კანადა იყო და რჩება უკრაინის საიმედო პარტნიორად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნა კარნიმ.
ცერემონიას ესწრებოდა დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგიც, რომელიც ზელენსკიმ პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.