უკრაინა ამ ზამთარს მარტო არ შეხვდება, ევროკავშირი თქვენს გვერდითაა - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას ფონ დერ ლაიენი საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„უკრაინა ამ ზამთარს მარტო არ შეხვდება. ევროკავშირი თქვენ გვერდითაა. გაგიწევთ საგანგებო ენერგეტიკულ მხარდაჭერას, რათა უკრაინამ მომავალი თვეები გადალახოს. ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ ვარიანტებზე, რათა უზრუნველვყოთ საჭირო მუდმივი ფინანსური დახმარება უკრაინისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ხვალ უკრაინის ევროინტეგრაციის პროგრესს შეაფასებენ.

„ხვალ ჩვენ მივიღებთ გაფართოების პაკეტს, რომელიც დააფასებს უკრაინის ერთგულებას ევროპული გზის მიმართ გასული წლის განმავლობაში. ევროკომისიის შეტყობინება მკაფიოა: უკრაინა მზადაა, წინ წავიდეს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.