1754759209
ტყეში დაკარგული 14 წლის გოგო მაშველებმა 25-საათიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ უვნებელი იპოვეს - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, იუტას შტატში, ოჯახური კემპინგის დროს ტყეში დაკარგული 14 წლის გოგო მაშველებმა, 25-საათიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ, უვნებელი იპოვეს, - ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, 14 წლის მაია სვისი ხუთშაბათს, ოჯახთან ერთად, "პეინტერ ბეისინის" რაიონში, "კიდნი-ლეიკსთან" ახლოს, ბანაკში იმყოფებოდა. მას ბანაკის ტუალეტიდან გამოსვლისას გზა აებნა და ტყეში დაიკარგა.
გოგონა 25 საათის განმავლობაში ველურ ბუნებაში მარტო იმყოფებოდა. მის სამძებრო ოპერაციაში ვერტმფრენიც იყო ჩართული.
"ტუალეტში შევედი და უკან დაბრუნებისას გზა ამებნა. ვერ გავიგე, აღმოსავლეთისკენ მივდიოდი თუ დასავლეთისკენ, ამიტომ არასწორი მიმართულებით წავედი", - განაცხადა გოგონამ.
საბოლოოდ, მაიამ იპოვა ბილიკი, რომელზეც ნიშნები იყო და გადაწყვიტა დარჩენა იმ იმედით, რომ ეს მაშველებს მის პოვნაში დაეხმარებოდა. გოგონა ვერტმფრენმა იპოვა, ის ერთ-ერთ ცნობილ ბილიკთან ახლოს იმყოფებოდა, სადაც ადამიანები ადრეც დაკარგულან.