1753214676
თურქეთში ტურისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ - რა ხდება სანაპირო ზოლებზე

თურქეთში ტურისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან სანაპირო ზოლებზე ქოლერის გამომწვევი საშიში ბაქტერია Vibrio-ს ინფიცირების რისკი არსებობს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის მიერ გავრცელებულ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ Vibrio-ს ბაქტერიის დნმ მარმარილოს, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე აღმოაჩინეს.
აღნიშნულია, რომ ამ ბაქტერიებიდან ზოგიერთს შეუძლია გამოიწვიოს ქოლერა მძიმე დიარეითა და სითხის დაკარგვით, ქსოვილების ინფექციებითა და ნეკროზული ფასციტით, მათ შორის, სეფსისითაც კი. ექსპერტები განმარტავენ, რომ ასეთი შემთხვევები იშვიათია, თუმცა რისკი ნულის ტოლი არ არის.
ბაქტერიები ორგანიზმში ზღვის წყლის გადაყლაპვით, მოლუსკების მეშვეობით ან ღია ჭრილობაზე ზღვის წყალთან კონტაქტით ხვდებიან.
გარდა ამისა, ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ საცურაო აუზებში ინფექციის რისკზე, სადაც როტავირუსული და A ჰეპატიტის ინფექციებით დაინფიცირების საფრთხე მაღალია.
ექიმები დამსვენებლებს ურჩევენ, ზღვის შემდეგ, შხაპი მიღონ, დიდი ხნის განმავლობაში სველ საცურაო კოსტიუმში არ დარჩნენ, უმი ზღვის პროდუქტების მიღებისგან თავის შეიკავონ და სხეულზე ღია ჭრილობები წყალგაუმტარი პლასტირებით შეიხვიონ.