თურქეთის პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან სხვა ქვეყნებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდა

ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან სხვა ქვეყნებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდა, ხოლო მათ კი, ვინც ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მადლობა გადაუხადა.

ერდოღანმა ისრაელი პალესტინელების გენოციდში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დამნაშავეებმა პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად უნდა აგონ.

„ისრაელის ადმინისტრაცია, რომელიც აღქმული მიწისადმი აკვიატებით მოქმედებს, თავისი ექსპანსიონისტური პოლიტიკით საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობას და კაცობრიობის საერთო მიღწევებს. ისრაელი არ შემოიფარგლება მხოლოდ ღაზით და დასავლეთ სანაპიროთი. ის ასევე საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობას სირიის, ირანის, იემენისა და ლიბანის წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელებით. ის, რასაც ისრაელი ღაზაში აკეთებს, არის ოკუპაცია, რომელიც 7 ოქტომბრის ინციდენტის საფარქვეშ ხორციელდება - დეპორტაციის, გადასახლების, გენოციდის, მასობრივი მკვლელობის პოლიტიკა. მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, რომელმაც პალესტინის აღიარების შესახებ გამოაცხადა. მოვუწოდებ იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, ზომები დაუყოვნებლივ მიიღეთ“, - თქვა ერდოღანმა.