„ვინც ამ გზაზე მომყვება...“ - ილია თოფურია გავრცელებული ჭორების შემდეგ პოსტს აქვეყნებს
1761162624
პარიზის პროკურორის, ლორ ბეკოს განცხადებით, ლუვრიდან 88 მილიონი ევროს ღირებულების სამკაულები მოიპარეს. ინფორმაცია მან RTL-ის ეთერში, მუზეუმის დირექტორის შეფასებაზე დაყრდნობით გაავრცელა.
„თანხა შთამბეჭდავია, მაგრამ ის ვერ შეედრება ისტორიულ ჭრილში მიყენებულ ზიანს“, - თქვა პროკურორმა.
მისივე განცხადებით, მძარცველები ვერ მიიღებენ მსგავს თანხას, „თუ თავში მოპარული სამკაულების გადადნობა მოუვათ“. ის იმედოვნებს, რომ მძარცველები ექსპონატებს უმიზეზოდ არ გაანადგურებენ.
პროკურორმა დასძინა, რომ უშუალოდ ძარცვაში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა საქმეში შეიძლება სხვა ფიგურანტებიც იყვნენ, რომლებიც მათ დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდნენ.
ლუვრი 19 ოქტომბერს, სამუშაო საათებში გაძარცვეს. ნიღბიანმა დამნაშავეებმა საიმპერატორო კოლექციიდან 9 ექსპონატი მოიპარეს, მათ შორის ნაპოლეონისა და მისი მეუღლის ჟოზეფინას კუთვნილი ნაკეთობები.