„ცაჰალი“ ირანში სამხედრო ობიექტების დაბომბვის შესახებ იტყობინება

ცაჰალი

ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ინფორმაციით, გასულ ღამეს სამხედრო-საჰაერო ძალებმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტები დაბომბა.

„ცაჰალის“ განცხადებით, სამხედრო ობიექტები ირანის დასავლეთში მდებარეობდა. მასშტაბური დარტყმების შედეგად ისრაელის თავდაცვის არმიამ „ხმელეთი-ხმელეთის“ ტიპის რაკეტების საცავი და მათი გამშვები ინფრასტრუქტურა დაბომბა.

გარდა ამისა, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ირანის დასავლეთ ნაწილში მდებარე „ხმელეთი-ჰაერის“ ტიპის რაკეტების გამშვები პუნქტები და უპილოტო საფრენი აპარატების საცავი დაბომბა.