ასტროლოგებმა დაასახელეს სექტემბრის თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები
1755632074
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცალსახად განაცხადა, რომ უკრაინაში ამერიკელი სამხედროები არ იქნებიან, თუმცა აშშ-ს შეუძლია კოორდინაციაში დახმარება, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
„ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია, დავეხმაროთ კოორდინაციაში, შესაძლოა, უსაფრთხოების გარანტიების სხვა საშუალებებიც მივაწოდოთ. პრეზიდენტი ხვდება, რომ უსაფრთხოების გარანტიები გადამწყვეტია ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მან თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს დაავალა, კოორდინაცია გაუწიოს ჩვენს მეგობრებს ევროპაში, ასევე გააგრძელოს თანამშრომლობა და ამ საკითხების განხილვა უკრაინასთან და რუსეთთანაც“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, უპასუხეს თუ არა რუსებმა ევროპისა და აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხს, ლევიტმა განაცხადა, რომ ტრამპი უსაფრთხოების საკითხებზე რუსეთს კვლავ ესაუბრება.