ტრამპმა არალეგალების შესაჩერებლად მექსიკის საზღვართან აგებული კედლის შავად შეღებვა მოითხოვა

მექსიკის საზღვართან აგებული კედელი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არალეგალების შესაჩერებლად მექსიკის საზღვართან აგებული კედლის შავად შეღებვა მოითხოვა, - განაცხადა ამერიკის შიდა უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა.

როგორც ნოემმა აღნიშნა, ტრამპი მიიჩნევს, რომ შავი ფერის კედელი მეტად გახურდება, განსაკუთრებით, ზაფხულის თვეებში და არალეგალურ მიგრანტებს საზღვრის უკანონო გადაკვეთა გაუჭირდებათ.

„ის მაღალია, რაც მასზე აძრომას ძალიან რთულს, თითქმის შეუძლებელს ხდის. ის აგრეთვე ღრმად მიწაშია ჩაფლული, რაც ძალიან ართულებს, თუ არა შეუძლებელს ხდის მის ქვეშ გვირაბის გათხრას. და დღეს ჩვენ აგრეთვე ვაპირებთ, რომ ის შავ ფერში შევღებოთ“, - აღნიშნა ნოემმა.