გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ფინეთს დაესხმება თავს, ის მზად არის, ფინეთი დაიცვას.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტაბთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებმა ტრამპს ჰკითხეს, რა შეიძლება, მოხდეს, თუ რუსეთი ომს უკრაინის მიღმა გააფართოებს – „რა მოხდება, თუ რუსეთი და ვლადიმერ პუტინი ფინეთს თავს დაესხმებიან? თქვენ დაიცავთ ფინეთს? – ჰკითხა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რაზეც ტრამპმა დადებითი პასუხი გასცა.
„მე დავიცავდი. დიახ, დავიცავდი. ისინი NATO-ს წევრები არიან“,- განაცხადა მან.
ამავდროულად, ტრამპმა აღნიშნა, რომ ნაკლები შანსია, რუსეთი ფინეთს დაესხას თავს.
„არა მგონია, რომ ეს მოხდეს. არა მგონია, რომ ის ამას გააკეთებს. ვფიქრობ, ამის შანსი ძალიან, ძალიან მცირეა“,- განაცხადა ტრამპმა.
როდესაც ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტს კვლავ ჰკითხეს, თუ როგორ დაიცავდა ფინეთს, ტრამპმა განაცხადა, რომ ამას „ენერგიულად“ გააკეთებდა.