მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1762632572
აშშ-ის მუდმივი ბინადრობის ვიზის მსურველ უცხოელ მოქალაქეებს შესაძლოა ვიზაზე უარი ეთქვათ, თუ მათ გარკვეული სამედიცინო პრობლემები აქვთ, მათ შორის, დიაბეტი ან სიმსუქნე, ნათქვამია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ დირექტივაში. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
ინსტრუქცია, რომელიც გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის ტელეგრამას სახით და საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლებს გაეგზავნა, სავიზო დეპარტამენტის თანამშრომლებს ავალებს, განმცხადებლები აშშ-ში დაუშვებლად მიიჩნიონ რამდენიმე ახალი მიზეზის გამო, მათ შორის, ასაკის ან იმის ალბათობის გამო, რომ მათ შეიძლება სურვილი ჰქონდეთ სახელმწიფო შეღავათები მიიღონ.
ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ ასეთი პირები შეიძლება "საზოგადოებრივი ტვირთი“ და აშშ-ის რესურსების პოტენციური ხარჯვის მიზეზი გახდნენ - ჯანმრთელობის პრობლემების ან ასაკის მიზეზით.
მიუხედავად იმისა, რომ პოტენციური იმიგრანტების ჯანმრთელობის შეფასება დიდი ხანია ვიზაზე განაცხადის პროცესის ნაწილია, მათ შორის, ინფექციური დაავადებების, როგორიცაა ტუბერკულოზი. ასევე, სკრინინგი და ვაქცინაციის ჩანაწერების შეგროვება. ექსპერტების თქმით, ახალი სახელმძღვანელო პრინციპები მნიშვნელოვნად აფართოებს სამედიცინო მდგომარეობების ჩამონათვალს და ვიზების ოფიცრებს მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე იმიგრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას.
"ახალი წესები, განაცხადის შეტანისას იმიგრანტების ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაკუთრებული ყურადღებით შესწავლას მოითხოვს. ეს წესები პრაქტიკულად ყველა ვიზის განმცხადებელზე ვრცელდება, მაგრამ, სავარაუდოდ, მხოლოდ მათზე გავრცელდება, ვინც შეერთებულ შტატებში მუდმივი ბინადრობის უფლების მიღებას ცდილობს", - განაცხადა ჩარლზ უილერმა, არაკომერციული იურიდიული დახმარების ორგანიზაციის, "კათოლიკური იურიდიული იმიგრაციის ქსელის" უფროსმა იურისტმა.