ტრამპი: რა დაემართა რუსეთს, რომელიც არღვევს პოლონეთის საჰაერო სივრცეს დრონებით?

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პოლონეთში რუსული დრონების ინციდენტს გამოეხმაურა.

„რა დაემართა რუსეთს, რომელიც არღვევს პოლონეთის საჰაერო სივრცეს დრონებით?“ - აღნიშნა ტრამპმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო ძალებმა ჩამოაგდეს დრონები, რომლებიც „საფრთხეს წარმოადგენდნენ“.

ტუსკის თქმით, ეს აპარატები რუსეთს ეკუთვნოდა.