2000 ლარი ერთჯერადად ოჯახებს - ცნობილია ვის შეეხება დახმარება
1769023454
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მეორე მსოფლიო ომის მოვლენები გაიხსენა და აშშ-ის როლზე ისაუბრა.
ტრამპის განცხადებით, მეორე მსოფლიო ომის დროს დანია „სრულიად უმწეო იყო და საკუთარი თავის დაცვა არ შეეძლო“. მან ხაზი გაუსვა გრენლანდიის სტრატეგიულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამერიკამ კუნძული გადაარჩინა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის ჩარევის გარეშე ევროპის ბედი სხვანაირად წარიმართებოდა.
„ჩვენ რომ არა, თქვენ დღეს ყველა გერმანულად ისაუბრებდით, და შესაძლოა ცოტა იაპონურადაც“, - განაცხადა ტრამპმა.