ტრამპი მაკრონის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაზე: კარგი ამბავი ისაა, რომ რასაც მაკრონი ამბობს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს არაფერს შეცვლის

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გეგმა, სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ.

„ნახეთ, ის განსხვავებული ტიპის ადამიანია. ის ნორმალურია. ის გუნდური მოთამაშეა, მეტ-ნაკლებად. მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ რასაც ის ამბობს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს არაფერს შეცვლის“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.

„ის ძალიან კარგი ადამიანია. ის მომწონს, მაგრამ ამ განცხადებას წონა არ აქვს“, - დასძინა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ „საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“ სექტემბერში გაეროში სიტყვით გამოსვლისას.