1753217611
ტრამპი გეგმავს აშშ-ის იუნესკო-დან გაყვანას ორგანიზაციის ანტიამერიკული, ანტიისრაელური მიდრეკილებებისა და „ვოუქისტური“ დღის წესრიგის მოტივით - nypost

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციიდან (იუნესკო) გასვლას გეგმავს. ამის შესახებ „ნიუ იორქ პოსტი“ ავრცელებს ინფორმაციას.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება უკავშირდება ორგანიზაციის „ანტიამერიკულ და ანტიისრაელურ მიდრეკილებებს, ასევე „ვოუქისტურ“ დღის წესრიგს“.
ტრამპმა თებერვალში მოითხოვა ამერიკის იუნესკოში ყოფნის 90-დღიანი გადახედვა, ორგანიზაციაში „ანტისემიტიზმის ან ანტიისრაელური განწყობის“ გამოძიებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული აქცენტით.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ მიმოხილვის შემდეგ, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა იუნესკო-ს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პოლიტიკა, ასევე მისი პროპალესტინისა და პროჩინეთის მიკერძოება გააპროტესტეს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა, გამოიყვანოს შეერთებული შტატები იუნესკოდან, რომელიც მხარს უჭერს ვოუქისტურ, გამყოფ კულტურულ და სოციალურ საკითხებს, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება იმ საღ აზრს, რომლისთვისაც ამერიკელებმა ნოემბერში მისცეს ხმა“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ, ანა კელიმ.